მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჩატურში დაწერილი წესებითა და დღის წესრიგით“- გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის აზრით, ამ კანონდარღვევის სიმძიმეს განსაზღვრავს სასამართლო და რა პარლამენტი მოცემულობაა ასეთი, არსებობს თუ არ არსებობს სახელმწიფო და აქედან ვიღებთ გადაწყვეტილებას.

„აქ არის მოცემული რეალობა, რომელიც დამატებითი შეკითხვის წინაპირობას არ ქმნის. საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იმართებოდეს სახელმწიფო კანონებით.

არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია და მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, რომ არ შეიძლება იყოს სახელმწიფოში ქაოსი და არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჩატურში დაწერილი წესებითა და დღის წესრიგით.

ესაა ის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით ყოველ დღე და უნდა ვამტკიცოთ რომ მას შემდეგ რაც ქვეყანა არის დამოუკიდებელი იწერებოდა კანონები და ამ კანონების მიხედვით ცხოვრობდა ქვეყანა.

ამ კანონების მიხედვით და არა იმ წესებით, რომელსაც გვკარნახობენ“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირეს.

საკითხი განსახილველად უკვე პლენარულ სხდომაზე გავა, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა ოფიციალურად უნდა გაფორმდეს.

იხილეთ აგრეთვე:

✔️დავით სერგეენკო: კანონი უნდა იყოს დაცული, რადგანაც ვინც ატარებს სამაჯურს შეუძლებელი იქნება ამის ახსნა, თუ რატომ ვიქცევით სხვადასხვა სტანდარტით

✔️„კრიმინალისგან წამებულს ვერ შექმნიან“ - სოზარ სუბარი ნიკა მელიაზე

✔️„რაც გინდათ ის ქენით, თავში ქვა გიხლიათ“- ნიკა მელია