მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ძველი ოპოზიცია წარსულში ექაჩება ქვეყანას - ეს გამოჩნდა

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელი კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, რომლის ერთ მხარესაც არის „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე მხარეს კი, დარჩა „ქართული ოცნება“ და ახალი ოპოზიცია, რომლებმაც პირობა შეასრულეს.

პარლამენტის თავმჯდომარე აქვე დასძენს, რომ ე.წ. ძველი ოპოზიცია ქვეყანას წარსულში ექაჩება.

„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, ვინ არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია მომავალზე პასუხისმგებლობის აღება, ვინ არიან ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ვინც შეთანხმება შეასრულეს. ასევე საზოგადოებამ დაინახა ძველი ოპოზიცია, ორი პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომლებმაც სამწუხაროდ ვერ შეძლეს ელემენტარული პირობის შესრულება და ვერ აიღეს პასუხისმგებლობა, რაზეც საჯარო დაპირება ჰქონდათ მიცმეული.

ეს იყო მკაფიო სიგნალი, ვის რა ღირებულებები აქვს, ვინ უჭერს მხარს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით ჩატარდება.