მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

თალაკვაძე ჰარცელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, ელჩმა პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.