მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება თავად პატიმრობაში მყოფის გადასაწყვეტია

დემოკრატიული რეფორმები ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლების და საზოგადოების საერთო მიღწევაა

პარლამენტის თავმჯდომარემ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მედიის შეკითხვებს ნიკა მელიასა და გიორგი რურუასთან დაკავშირებითაც უპასუხა.

არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ დიდი ალბათობით, პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ. ნიკა მელიამ კი თავად უნდა გადაწყვიტოს, დაეთანხმება თუ არა ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიებას.

„პრეზიდენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო და ამ გადაწყვეტილების განხორციელების ვადები მან ძალიან მკაფიოდ დაასახელა. ეს ვადები უკვე მიმდინარეობს, შესაბამისად, მაღალი ალბათობით, უახლოეს დღეებში მიიღებს შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს მისი გადასაწყვეტია.

რაც შეეხება ნიკა მელიას, შეთანხმება არის უკვე გაფორმებული, არანაირი დამატებული წინადადებები არ ყოფილა. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შეთანხმება და ის განმარტება, რაც გაკეთდა მედიატორის მხრიდან ხელმოწერამდე, მკაფიოდ ჩანს, რომ ეს არის ევროკავშირის მხრიდან გირაოს უზრუნველყოფის ღონისძიება და ეს თავად პატიმრობაში მყოფის გადასაწყვეტია, დაეთანხმება თუ არა. შემდეგი ნაბიჯია, როცა ოპოზიციონერი კოლეგები შემოვლენ პარლამენტში და მივიღებთ ამნისტიის კანონს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აგრეთვე იხილეთ:

📌გიორგი ვაშაძე: ერთი კვირის მანძილზე უნდა გადაიდგას ყველა ნაბიჯი და დღეიდან ეს ერთი კვირა ჩართულია