მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩილ თალაკვაძე: პროპორციულ სიაში მეტი ქალი იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გუნდის განახლებას პროპორციული სიით გეგმავს.

„პროპორციულ სიაში იქნება მეტი ქალი, მეტი ახალი სახე. ამით ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოცდილი პოლიტიკოსების და ახალი პოლიტიკური სახეების ეფექტურ თანამშრომლობას მე-10 მოწვევის პარლამენტში“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.