მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებობს ეჭვი, მაგრამ ვერცერთი პოლიტიკოსი კონკრეტულ მინიშნებას ვერ მოგცემთ“ - მდინარაძე დავით გარეჯის საქმეზე

დავით გარეჯის საქმე

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები ყოფილი მაღალჩინოსნების და პრეზიდენტის (მიხეილ სააკაშვილის) ბრძანებას ასრულებდნენ.

„მე მჯერა გამოძიება დაადგენს ყველა იმ მოტივს, რატომ მიიღო წინა მთავრობამ ეს. სპეკულაციები ხშირად ხდება, რომ ორმა კარტოგრაფმა გადაწყვიტა ეს, რაც აბსურდულია, ასეთი საკითხების გადაწყვეტა ხდება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რაშიც ვგულისხმობ პრეზიდენტს ან პრემიერს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მისი მოსმენისას განაცხადა.

სწორედ მის განცხადებას მოჰყვა სხვადასხვა გამოხმაურება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდისგან.

„რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვები და კითხვები. ფაქტია რომ საქართველოს ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კონკრეტული გადაწყვეტილებების „პროექტი“ რბილად რომ ვთქვათ, იყო გამზადებული.

აქედან გამომდინარე, გამოძიებას ევალება რომ გაარკვიოს ყველა დეტალი და აღმოაჩინოს ყველა ის ობიექტური გარემოება, რის გამოც ჩვენთვის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები შეიძლება გამოსულიყო საბოლოო ჯამში.

დანარჩენი გამოძიების საქმეა და ამაზე ვერცერთი პოლიტიკოსი კონკრეტულ მინიშნებას ვერ მოგცემთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

👉 ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

👉 დაკავებულები ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 „აბსურდულია, რომ ორმა კარტოგრაფმა გადაწყვიტა“ - ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯზე

👉 ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჩვენი გაჩუმების რამდენიმე კომპონენტი ჩაირთო