მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოიკოტს რომ აცხადებდნენ და ფულს ითხოვდნენ, ხომ იცოდნენ რომ დასცინებდათ ირაკლი კობახიძე?“ - ელისაშვილი

პარტია

„გირჩი“ და ჩვენი პარტია ყოველთვის თანმიმდევრულები ვიყავით. ბრძოლა იყო და ვიბრძოდით, მოლაპარაკებები იყო და მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით, ვმუშაობდით პროგრესისთვის“, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ბოიკოტს აცხადებდნენ, მაგრამ არ გაქცეულან განცხადების დასაწერად, რომ ფული მიეღოთ.

„ოპოზიცია გაუგებრობით არის დაკავებული, ჩვენ კი ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენთვის პრინციპული საკითხია ის, რომ ქვეყანას ჰყავდეს პარლამენტი, რომელშიც პარტიები იქნებიან წარმოდგენილი.

ჩვენ ერთიანობაზე ვერ ვსაუბრობთ. იყო შანტაჟი, რომ განსხვავებულად არავის ეაზროვნა და ეფიქრა. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ ვერ ვხედავთ წარმატებას, როდესაც თან ბოიკოტს აცხადებ და თან ფულს იღებ, მანდატებს ხევ და იძახი რომ მოლაპარაკება გინდა“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა მიუღებელია.

„ირაკლი კობახიძის განცხადება მიუღებელია და ეს აფუჭებს საქმეს, მაგრამ ამაში ოპოზიციაც მონაწილეობს. ოპოზიცია, როცა ხარ ირაკლი კობახიძე კეთილშობილი რაინდი გგონია?

ბოიკოტს რომ აცხადებდნენ და თან განცხადებას წერდნენ ფული მოგვეცითო ხომ იცოდნენ, რომ აბუჩად აგიგდებდა, დაგცინებდა და შემოგიტრიალებდა ამ ყველაფერს ირაკლი კობახიძე?

ოპოზიციას წინ კიდევ უარესი დაცინვა ელის“, - დასძინა ალეკო ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

👉 ინფორმაციისთვის, 15 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით 5 ოპოზიციური პარტიის განცხადება დააკმაყოფილა. ეს პარტიებია: „ნაციონალურმა მოძრაობა“,“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტულმა პარტია“ და „ლელო“.

👉 კობახიძე: აწონ-დაწონონ პარტიებმა, უღირთ თუ არა შტურმი დემოკრატიულ ინსტიტუტებზე

👉 პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს არ აითვისებენ, დაფინანსება შეუწყდებათ