მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე: აწონ-დაწონონ პარტიებმა, უღირთ თუ არა შტურმი დემოკრატიულ ინსტიტუტებზე 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე Pia.ge

„რადიკალური ოპოზიციური პარტიები ახორციელებენ საბოტაჟს, რასაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. 

მისი თქმით, თუ პოლიტიკური პარტია უპირისპირდება დემოკრატიულ სისტემას და ინსტიტუტებს, ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„ამ კანონპროექტების საფუძველზე კიდევ ერთხელ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს კარგად აწონ-დაწონონ, უღირთ თუ არა მათ ასეთი შტურმი დემოკრატიულ სისტემაზე და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე.

თუ მიიღებენ რაციონალურ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში მათ აღარ შეუჩერდებათ და აღარ შეუწყდებათ, არც დაფინანსება და არც უფასო საეთერო დრო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში კანონპროექტები წარადგინა:

🛑პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს არ აითვისებენ, დაფინანსება შეუწყდებათ

🛑რა შემთხვევაში გაუუქმდება პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია? - კანონპროექტი პარლამენტში