მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოლო 10 წუთში 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება“ - ნიკა გვარამია თეა წულუკიანის მიერ ნომრის გასაჯაროებაზე

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, პარლამენტში თეა წულუკიანის მიერ მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

„ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია - როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს.

რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში.“ - აცხადებს გვარამია.

გვარამია სახალხო დამცველს მიმართავს და მოუწოდებს განსაჯოს, რამდენად მართებულია მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება.

„ნინო ლომჯარია უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, ასევე, რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.

p.s. ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება.“

იხილეთ აგრეთვე:

თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს: 577 20 12 12 და იქნებ მოინიშნოთ, ხალხმაც რომ იცოდეს

ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს: კარგი იქნება თუ თქვენს ნომერს გამოაცხადებთ