მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ბაქრაძე: არ შევდივარ პარლამენტში და ვიმედოვნებ არც დანარჩენები შევლენ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე

„ყველამ უნდა გაასაჯაროოს საკუთარი პოზიცია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი პარტია რას ემხრობა“, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

„ჩვენ ამ პირობებში არ შევალთ პარლამენტში და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა დანარჩენი პარტიაც დარჩება საკუთარი პოზიციის ერთგული.

ამ სიტუაციაში არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლა მხოლოდ გაყალბებული შედეგების ლეგიტიმაციას ემსახურება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, მმართველი გუნდი არ აპირებს პოზიციების დათმობას.

ცნობისთვის, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დღეს, 8 დეკემბერს გაიმართება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔘 ნიკა მელია: ალბათ ვიღაცებს აქვთ პარლამენტში შესვლის სურვილი, მაგრამ ეშინიათ

🔘 ზურაბ ჯაფარიძე: მეოთხე რაუნდში მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაც გამოვა