მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ ჯაფარიძე: მეოთხე რაუნდში მოლოდინი გვაქვს, რომ რაღაც გამოვა

პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე - Pia.ge

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციაში არსებობს მოლოდინი, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებისას რაიმე შეთანხმება მიღწეული იქნება.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის სხვა წევრებთან ბოლო კომუნიკაციისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არც ერთი წევრი პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„მოლოდინები არის, რომ რაღაც მაინც გამოვა. არ მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე პარლამენტში შესვლას აპირებს. „გირჩის“ წევრებთან ბოლო საუბრისას გვქონდა პოზიცია, რომ თუ შედგა შეთანხმება შევალთ პარლამენტში, ხოლო თუ ვერ შედგა, ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში.

ახლა ისინი ჩემი პარტიის წევრები აღარ არიან და დამატებით შეგიძლიათ მათ ჰკითხოთ რას აპირებენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ მოლაპარაკების მეოთხე რაუნდამდე, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ.

👉 ინფორმაციისთვის, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მეოთხე რაუნდი გაიმართება.

👉 მხარეები ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველი გუნდისგან კომპრომისებზე მსჯელობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ირაკლი ოქრუაშვილი: ოპოზიციიდან 6-7 დეპუტატი პარლამენტში შესვლას აპირებს

👉 პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

👉 კარლ ჰარცელი: მზად ვართ მოლაპარაკების იმდენი რაუნდი გავმართოთ, რამდენიც საჭირო იქნება