მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღევანდელი ოპოზიციის აქცია არის გუშინდელი დიალოგის სულისკვეთების საწინააღმდეგო“ - ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებს, რომ დღევანდელი საპროტესტო აქცია გუშინდელი დიალოგის სულისკვეთების საწინააღმდეგოა.

მისი თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მთავარი შეთანხმება იყო, რომ 2 კვირის ვადაში მოხდეს მხარეებს შორის რეალურ შეთანხმებამდე მისვლა, მანამდე კი, მათ უნდა შეარბილონ ტონი და დაასრულონ პროვოკაციული ქმედებები.

„გუშინ შევთანხმდით, რომ 2 კვირიან ვადაში იქნებ მოხდეს რეალურ შეთანხმებამდე მისვლა, მაგრამ გუშინდელი დღის მთავარი შეთანხმება იყო, რომ ორივე მხარემ უნდა შეარბილოს ტონი, უნდა მორჩეს მუშტების ბრახუნს, მორჩეს პროვოკაციულ ნაბიჯებს, და დღევანდელი აქცია პარლამენტთან არის საწინააღმდეგო.

ეს არის იმ სულისკვეთების საწინააღმდეგო, რაც გუშინ პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის დროს იყო.

ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას პატივს ვცემ, მაგრამ ეს არის საპირისპირო ქმედება, გულდასაწყვეტი და სიმართლე გითხრათ, გაუგებარი.“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას გეგმავს. ისინი უკვე შეიკრიბნენ პარლამენტთან, სადაც ასევე, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

ოპოზიციის აქციები 2 მარტიდან - 13 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გაიმართება.

2 მარტს - პარლამენტის შენობის პიკეტირება

5 მარტს - კანცელარიის შენობის პიკეტირება

9 მარტს - აქციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

11 მარტს - აქცია სასამართლოსთან

13 მარტს - მარში და აქცია თავისუფლებისთვის პარლამენტთან

„შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

„ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას“ - შარლ მიშელი

ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ მოლაპარაკებას და დიალოგს ალტერნატივა არა აქვს - ლევან ნიკოლეიშვილი

ორი კვირა გონივრული ვადაა დაფიქრდეთ - თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას