მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას“ - შარლ მიშელი

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

„შევთავაზე მხარეებს ევროკავშირის მხარდაჭერა იმისათვის, რომ მოხდეს სხვადასხა იდეების შეჯერება. 2 კვირაში ასოცირების შეთანხმებაზე ბრიუსელში გვექნება შეხვედრა“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

შარლ მიშელის თქმით, ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური პარტიებსა და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და ყველა მონაწილემ უნდა იზრუნოს დიალოგის გაძლიერებაზე. განვაგრძობთ მხარდაჭერას ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისთვის რომ ეს დიალოგი დარჩეს ძალაში. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ინფორმაციისთვის, ორბელიანების სასახლეში მთავრობის მეთაურსა და ოპოზიციას შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი მასპინძლობდა. შეხვედრა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით გაიმართა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „არავითარი პლებისციტი, შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ“ - ინაშვილი

✔️ „შევთანხმდით, რომ არსებობს 6 საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს“ - დავით ბაქრაძე