მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელენე ხოშტარია: ჩვენ ვუყურებთ ეთნიკური შუღლის გაღვივებას

ელენე ხოშტარია

მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია დმანისში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი სიტუაცია ძალიან საშიშია.

„ჩვენ პირდაპირ ვუყურებთ წარმოუდგენელ საშიშ ძალადობას. ასევე, მცდელობას ეთნიკური შუღლის გაღვივების. რეალურად იქ არის ძალადობა, რომელიც პოლიციამ ძალიან სწრაფად უნდა აღკვეთოს.

ასეთი მოვლენები ძალიან საშიშია. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ ჯოხებით და ქვებით ერთმანეთს არ ერეოდნენ მოქალაქეები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ დმანისში ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირებაა, სადაც მეორე დღეა ადგილი აქვს ძალადობრივი ინციდენტებს.

დაპირისპირება ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ნისიას ეხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 „ყველა, ვინც კანონი დაარღვია, უმკაცრესად დაისჯება“

👉 დაპირისპირება დმანისში - უახლესი ამბები