მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელენე ხოშტარია: საბოლოო ჯამში არა დანიელსონი, არამედ ჩვენი მოქალაქეები წყვეტენ ქვეყნის მომავალს

ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ შეხვედრით შესაძლოა საბოლოო შეთანხმება ვერ შედგეს.

ის აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელი იქნება დასკვნების გამოტანა, იმის თაობაზე თუ რა რესურსები აქვს ოპოზიციას.

„არ მგონია, რომ დღევანდელი შეხვედრით მთავრდება მოლაპარაკება, ეს პროცესი ჩვენი გამძლეობის მაჩვენებელიცაა.

აქ არ არის იმაზე საუბარი ოპოზიციას აწყობს თუ არა შეთანხმება, მთავარია რა გამოსავალი იქნება კრიზისიდან. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით გამოსავალს, უფრო ღრმა იქნება კრიზისი. ხალხის პროტესტი არის ძალიან დიდი.

საბოლოო ჯამში არა დანიელსონი, არამედ ჩვენი მოქალაქეები წყვეტენ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ამიტომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ყველა გავაკეთებთ დასკვნას რა რესურსი გვაქვს. ამერიკის ჩართულობა წინ არის, სამომავლოდ გვაქვს ევროპის ნაბიჯებიც.

ჯობდა ევროკავშირის ჩართულობით აღნიშნული პრობლემები მოგვარებულიყო, ღმერთმა დაიფაროს ის რისხვა წამოვიდეს, რაც ხალხში არის. თუ ჩიხში შეჰყავთ ყველაფერი, უფრო მეტი ფასი დაუჯდებათ. სიბრიყვის გზით ჩვენ არ ვივლით.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებაში მედიატორის როლის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქართველი პოლიტიკოსებისგან თანამშრომლობისა და გამოსავლის პოვნისთვის მზაობას ელოდება.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ერთმანეთი ისე შეუყვარდებათ, მერე ერთად მართავენ ქვეყანას“- გია ხუხაშვილი

✅„არ შეიძლება ნახევრად ბრძოლა, ნახევრად ფეხმძიმე ქალი, ნახევრად სიყვარული, ნახევრად პოლიტიკა“ - შალვა ნათელაშვილი