მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისაშვილი: ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება

პარტია

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა მოლაპარაკების კარი რეალურად სულ უფრო და უფრო იხურება.

 

„ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შანსი სულ უფრო მცირდება, ის კარი ორივე მხრიდან იხურება. დაფინანსების შეწყვეტაზე, პარტიების რეგისტრაციის გაუქმებაზე „ქართული ოცნება“ შანტაჟის ენით ლაპარაკობს.

მეორე მხრივ ოპოზიცია იძახის, რომ მოლაპარაკება უნდა და თან სიებს აუქმებს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ქმედებები ხალხის და ელჩების შეურაცხყოფაა.

👉„ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

👉 ინფორმაციისთვის, 15 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების ჩახსნასთან დაკავშირებით 5 ოპოზიციური პარტიის განცხადება დააკმაყოფილა. ეს პარტიებია: „ნაციონალურმა მოძრაობა“,“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტულმა პარტია“ და „ლელო“.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 „ბოიკოტს რომ აცხადებდნენ და ფულს ითხოვდნენ, ხომ იცოდნენ რომ დასცინებდათ ირაკლი კობახიძე?“ - ელისაშვილი

📌 ზურაბ ჯაფარიძე: ქვეყანაში ორი „გირჩი“ იქნება