მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ელისაშვილი მმართველ გუნდზე: არ მომწონს, რომ ელჩების გარეშე ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით

მოქალაქეების ლიდერი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მმართველ გუნდთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს.

ელისაშვილის თქმით, ელჩების შუამავლობით შეხვედრა გაცილებით უფრო საქმიანად და კორექტულად მიმდინარეობს.

„იქ ჩვეულებრივი აზრის გაცვლა-გამოცვლაა, რაც საჯაროდ ხდება, იგივე სიტუაციაა დახურულ კარს მიღმა. გაცილებით საქმიანად და კორექტულად მიმდინარეობს აზრების ჭიდილი, ვიდრე შეიძლება სადმე სტუდიაში ყოფილიყო.

გულახდილად ვიტყვი, როგორც ქართველს არ მომწონს, რომ ელჩების გარეშე ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ეს ხალხი არსებობს მუშტი-კრივში არ გადავდივართ. ელჩების და გამშველებლების გარეშე როგორ დაველაპარაკეთ ერთმანეთს 90-იანებში კარგად გვახსოვს. ელჩებს უნდათ, რომ კრიზისი განიმუხტოს. ჩვენს გვინდა, რომ კრიზისი განიმუხტოს. ერთადერთი ვინც არის გაჯიუტებული ის ხალხია, ვინც არჩევნები გააყალბა. ღმერთი, რჯული, ჩვენ არაფერი გაგვიყალბებია“, - აღნიშნა ელისაშვილმა სატელევიზიო ეთერში.

🔺 ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბებაზე საუბრობენ.

🔺 ოპოზიციურ პარტიებსა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების 2 რაუნდი უკვე შედგა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ვაშაძე: კალაძეს თავისი განცხადების გამო ილუზია ნუ ექნება, რომ პარლამენტში შევალთ

👉 თალაკვაძე: ხელისუფლება დემოკრატიაზე თავდასხმას არ დაუშვებს