მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება“ - ბოკერია შეთანხმებაზე

ბოკერია გავრლოვუს ღამეს აპროტესტებს

„ამ არასახარბიელო შედეგის შემდეგ ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და ჩვენ ამ რთულ ვითარებაში, უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება, ქვეყნისთვის საშიში რეჟიმი დავამარცხოთ მშვიდობიანი, დემოკრატიული გზებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები პარტიის გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლის.

„ჩვენს გადაწყვეტილებას ეს განცხადებები არ შეცვლის, ჩვენი საუკეთესო მეგობრის პოზიციას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა, რაც მიგვაჩნია ქვეყნისთვის საჭიროდ, მხოლოდ ისეთ ნაბიჯს გადავდგამთ ყოველთვის“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

როგორც მან განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გაფორმდა, შედეგს ვერ მოიტანს.

„მეტი სიმყარისთვის შეიძლებოდა იმ ტიპის შეთანხმების მიღწევა, რომელიც მართლა მოიტანდა შედეგს ან გაამყარებდა საზოგადოების, პოლიტიკური ინსტიტუტების, სახელმწიფო ინსტიტუტების და არჩევნების ნდობას, ეს არ მოხდა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ სამმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანმა, ვიოლა ფონ კრამონმა და სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდეს.