მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივესალმებით შეთანხმებას, მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა“ - ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტი სტრასბურგში სესიებს  მარტამდე არ აღადგენს

ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის მიღწეულ შეთანხმებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სჯერათ შეთანხმების დოკუმენტი პოლიტიკურად დაბალანსებულია.

„მთელი გულით მივესალმებით 19 აპრილს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომ საქართველოში პოლიტიკური ჩიხი დასრულდეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ახალი დეტალური წინადადების „წინსვლის გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერით.

ახალი ტექსტი დაფუძნებულია სპეციალურ დესპან კრისტიან დანიელსონის შუამავლობით მანამდე შემუშავებულ შეთავაზებაზე. ის უფრო ფართოდ პასუხობს პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხებს, საარჩევნო რეფორმის ჩარჩოსა და მართლმსაჯულების რეფორმის გაუმჯობესებას.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს წინადადება არის პოლიტიკურად დაბალანსებული და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დისკუსიის ცენტრში აქცევს. ის წარმოადგენს გზას არსებული პოლიტიკური ჩიხიდან და შეუძლია, ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვას, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია, წამლავს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას.

ეს წინადადება ახალ ბიძგს აძლევს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის კონსოლიდაციას და შეესაბამება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ჩვენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, გამოიჩინონ ანალოგიური გამბედაობა და იმოქმედონ საქართველოს კეთილდღეობისთვის, რათა ეს პოლიტიკური კრიზისი სრულად და საბოლოოდ დარჩეს წარსულში.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პარლამენტი სრულად ფუნქციონირებას შეძლებს უახლოეს მომავალში და უზრუნველყოფს, რომ შეთანხმება სრულად არის ამოქმედებული, როგორც სიტყვიერად, ისე სულისკვეთებით.

ევროპარლამენტი მზადაა, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, გაუწიოს მხარდაჭერა, მათ შორის საპარლამენტო საარჩევნო დიალოგისა და სხვადასხვა პოლიტიკურ ფრაქციას შორის მედიაციის გზით“ – ნათქვამია ევროპარლამენტართა ერთობლივ განცხადებაში.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ევროკავშირში ძალიან ბევრი ეჭვი გაჩნდება ამ პარტიის ლიდერების პასუხისმგებლიან ქცევაზე“- ევროპარლამენტარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

✅„გუშინდელი შეთანხმება არის დიდი, ძლიერი და სრულად ფუნქციური, დემოკრატიისკენ სწრაფვისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი“ - ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რონ ჯონსონი

✅„მოვუწოდებთ პარლამენტის დარჩენილ წევრებსა და პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს და სრულად ფუნქციურ პარლამენტში ერთად მუშაობის ვალდებულება აიღონ“ - ჯერალდ კოროლი