მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ თხოვნით მივმართე“ - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობის შესახებ თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„იმედია, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა ნებისყოფა და დათანხმდება ამ წინადადებას. ვუერთდები ლელოს ინიციატივას და მეც თხოვნით მივმართე ევროპარლამენტის წევრების ჯგუფს, ნიკა მელიას თავდებობის შესახებ. ცხადია, ასევე, მზად ვარ მას თავდებში პირადად დავუდგე.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტში ფორმულირება ითვალისწინებს ყველა შესაძლო გზას ნიკას გასთავისუფლებლად, არა მხოლოდ გირაოს და ამნისტიას“, - აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარტია „ლელოს“ წევრებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ისინი ნიკა მელიას თავდებში ჩაუდგნენ, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და მელია გათავისუფლდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

გია ხუხაშვილი: მელია დღეს დგას მორალური დილემის წინაშე, ეს ჭადრაკია

კელი დეგნანი: მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა

„ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება“ - ბოკერია შეთანხმებაზე