მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპული საქართველო“ გოკა გაბაშვილმაც დატოვა

პოლიტიკოსი გიორგი (გოკა) გაბაშვილი Pia.ge

პარტია „ევროპული საქართველო“ გოკა გაბაშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია ფეისბუკვერდზე გაავრცელა.

„ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. ევროპულ საქართველოში, ასევე, ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ“ - წერს გაბაშვილი.

„ევროპული საქართველო“ პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და ასევე ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ დატოვეს. მოგვიანებით კი, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება ლევან თარხნიშვილმაც მიიღო.

პარტიის ყრილობაზე „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

ამავე თემაზე 👇

👉 გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა

👉 „ევროპული საქართველო“ ლევან თარხნიშვილმაც დატოვა