მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროპული საქართველო“ ლევან თარხნიშვილმაც დატოვა

ევროპული საქართველოს წევრი

„ევროპული საქართველო“ ლევან თარხნიშვილმაც დატოვა. ინფორმაციას პარტიის ყოფილი წევრი Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

„ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად, ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა. მადლობა ყველას ვისთანაც ერთად ვიბრძოდით და ვაშენებდით ევროპულ საქართველოს.

გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ქოცების წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, - აცხადებს თარხნიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. დღესვე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც ახალ ხელმძღვანელობას აირჩევენ.

პარტიაში რჩება გიგა ბოკერია. დავით ბაქრაძე „ევროპულ საქართველოში“ პარტიულ თანამდებობაზე გიგა ბოკერიას დარჩენას არ ეთანხმება.

ამავე თემაზე 👇

👉 „განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო პარტიაში მისი დარჩენა“ - დავით ბაქრაძე

👉 „არანაკლებ გამოცდილი ფიგურებია პარტიაში, რომლებიც მათ ღირსეულად ჩაანაცვლებენ“ - კახიძე უგულავასა და ბაქრაძის გადაწყვეტილებაზე

👉 „პასუხისმგებლობა ბოკერიასაც უნდა აეღო“ - ხუხაშვილი „ევროპული საქართველოდან“ ლიდერების წასვლაზე