მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტი არ იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020

„მთავრობას, საქართველოს, შესაბამისი დაწესებულების, უწყებების საშუალებით, შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდეგი კვირიდან.

„დღეს, სამწუხაროდ, გლობალურად, საკმაოდ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, გასაგები დეფიციტი, გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. აქვე მინდა გითხრათ, რომ მთავრობას, საქართველოს, შესაბამისი დაწესებულების, უწყებების საშუალებით, შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული.

ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდეგი კვირიდან. ჩვენ დამატებითი მოცულობების შესყიდვაც უკვე განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, მაგრამ ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და აქ, არანაირი პანიკის დაწყების აუცილებლობა.

გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან და შესაბამისად, საკმაოდ დრო გვაქვს იმისთვის, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებებიც სრულად შევასრულოთ.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსის, პანდემიის შემდეგი გამოწვევა, პირველ ეტაპზე ეს იყო საერთოდ უცნობი მოვლენა მსოფლიოსთვის, დღეს ამ უცნობის ახალი ხარისხი შემოაქვს ამ თანხვედრას ვირუსის და გრიპის ერთმანეთთან თანხვედრა

რა შედეგს მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ დაზღვეული გვაქვს და არანაირი პრობლემა იმაში, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ, თუმცა მათ თავისი პასუხისმგებლობები აქვთ და ისინი თავის მხრივ აგრძელებენ ამ შესყიდვებს. ჩვენ მათაც დავეხმარებით და საქართველოში, გრიპის ვირუსის აცრის ნაწილში, დეფიციტი არ იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.