მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ნატო-ს მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანია 

პრემიერ-მინისტრი 2020 ნოემბერი

„ნატო-ს მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი  გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას ძალიან თვალსაჩინო პროგრესი აქვს.

„ნატო-ს მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, და საერთოდ თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხელჩასაჭიდი, თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს, რომელსაც აღიარებენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული თავდაცვის ძალებიც. ისინი უბრალოდ ხედავენ, რამხელა პროგრესი განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ და ეს არის პრიორიტეტული მიმართულება ასევე ჩვენთვის,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 გახარია: რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი

🛑 გიორგი გახარია: IMF-მა საქართველოს ეკონომიკის მიღწევები კიდევ ერთხელ დაადასტურა