მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ვიღაც ვერ გაერკვა, ვიღაცამ ეგო ვერ დაძლია 

გახარია მედიკამენტებზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, როდესაც პარლამენტში სხდომას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ესწრებიან, კომფორტული არ არის. 

„სამწუხაროდ, დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაწილი ცარიელია, მარტივი მიზეზის გამო, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხდომას არ ესწრებიან.

ჟურნალისტებს ჰქონდათ კითხვა - კომფორტულად გრძნობთ თუ არა თავს როდესაც პარლამენტი არის ერთპარტიული და სხდომათა დარბაზში არ არის ოპოზიცია, ან როდესაც მთავრობას ამტკიცებს ერთპარტიული პარლამენტი. რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის და შემიძლია, ავხსნა რატომ. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში, ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში.

არასოდეს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნებში ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ან მთავრობის წევრების კომფორტულობაზე საუბარი. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑დღეს, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

🛑ვინ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში - გიორგი გახარიას გუნდი

🛑მთავრობამ პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა