მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღარიბაშვილს ლეგიტიმაცია თუ უნდა, დადგეს ოცნების სიის პირველ ნომრად, მაგრამ არჩევნების მოგების შანსი არ აქვს“ - ზურაბ ჯაფარიძე

გირჩი -მეტი თავისუფლების ლიდერი

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობის პირობებში „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, სწორედ ამიტომ არის ხელისუფლებისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წითელი ხაზი.

ზურაბ ჯაფარიძის აღნიშნული პოზიცია IRI-ს 2020-ის ივნისის კვლევის შედეგებს ემყარება.

„IRI-ს 2020-ის ივნისის კვლევა - რომელი ფაქტორი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებისას? 21% - კანდიდატი (ლიდერი) 42% - პლატფორმა / პროგრამა, ჯამში 63%. მხოლოდ 18% ასახელებდა პარტიას.

სად არის ახლა ოცნების ლიდერი? პოლიტიკიდან წავედი, ოცნების მხარდამჭერი აღარ ვარო
სად არის მეორე ლიდერი / პრემიერობის კანდიდატი? თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წავედი, პოლიტსაბჭოზე ვერ შევთანხმდით მელია უნდა დაგვეჭირა თუ არაო“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლეგიტიმაცია ახალი არჩევნებით უნდა მოიპოვოს, თუმცა მას ამის შანსი არ აქვს.

„სად არის საარჩევნო პროგრამა? დევს პარლამენტის საიტზე ვინ არის ახლა პრემიერი?

ადამიანი, რომელიც საერთოდ არ იყო ოცნების სიაში:

- არ მიუღია მონაწილეობა კამპანიაში
- მისი ფოტო არ ყოფილა არც ერთ ბანერზე
- ის არ ყოფილა ოცნების არც ერთ წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამაში
- მას არ ჩაუტარებია არც ერთი წინასაარჩევნო შეხვედრა
- მას არ გაუცია არც ერთი დაპირება
რა არის ახალი პრემიერის პროგრამა?

- დაგვპირდა რომ 100 დღეში დადებს 10-წლიან გეგმას. დღეს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს ვინ როგორ აფასებს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებს. ღარიბაშვილს ლეგიტიმაცია თუ უნდა, დადგეს ოცნების სიის პირველ ნომრად, ჩაატაროს ახალი კამპანია, ახალი პროგრამით, ახალ არჩევნებში, ახალი სისტემით და ახალი წესებით. მაგრამ მოგების შანსი არ აქვს.

ეს იცის მან, იციან ყველამ ოცნებაში და, რაც მთავარია, იცის მისმა უფროსმა, რომელსაც ძალიან აღარ უნდა კიდევ ერთხელ მობრუნება საჯარო სივრცეში და ბანერებზე გამოფენა, ამიტომ არის „წითელი ხაზი“ ახალი არჩევნები, რომელიც უკვე დიდი ხნის ჩანიშნული იქნებოდა ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში მმართველ პარტიას რომ ის დამართნოდა, რაც ოცნებას დაემართა“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა 22 თებერვლის პლენარულ სხდომაზე გამოუცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე გახარია უნდა დაჯდეს“ - გია ხუხაშვილი

პრემიერი: გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი და მისი ჩატარება არ განიხილება

„მთავარი აქცენტი პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული და არა უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობზე“ - პრემიერი