მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი და მისი ჩატარება არ განიხილება

პრემიერ-მინისტრის 2021

„ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი და ეს საკითხი არ განიხილება. ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი, რადგან მისი ჩატარების არავითარი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს და მე ეს პოზიცია გუშინდელ შეხვედრაზეც დავაფიქსირე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან და ოპოზიციასთან შეხვედრაზე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხიც იყო განხილული, რაზეც ხელისუფლების პოზიცია ასევე უცვლელია.

„მე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კონსტრუქციული შეხვედრა შედგა შარლ მიშელის ინიციატივით, რასაც მე რა თქმა უნდა დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა შეხვედრიდან 12 საათში ჩვენ ვნახეთ მათი დესტრუქციული ქმედება, ვგულისხმობ პარლამენტის პიკეტირებას. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული პირების ინტერესებს.

საკითხები, რომელიც იქნა განხილული, არის საკითხები, რომლებიც ზოგადად მუსირებს ოპოზიციური პარტიების მხრიდან. საკითხი შეეხებოდა ნიკა მელიას გამოშვებას, რაზეც ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში და მათ, ან მისი ოჯახის წევრებს შეუძლიათ გირაოს გადახდა და გამოიყვანონ ციხიდან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პატრიარქთან შეხვედრაზე ეკლესიას მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა და სიყვარული პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დღე არის გამოწვევების სავსე და ჩვენ გავხდით მომსწრე პატრიარქზე არნახული შეტევისა და ბრალდებებისა, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მე კიდევ ერთხელ აღვუთქვი მხარდაჭერა ჩვენს ეკლესიას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივითა და მონაწილეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაიმართა.

მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და შედგა ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში და 1%-იანი გადახრა მაინც არ დადგინდება“ - მამუკა მდინარაძე