მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ვოლსკი: „ქართული ოცნება“ მზად არის, ალეკო ელისაშვილს შეხვდეს

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ალეკო ელისაშვილის სურვილს გამოეხმაურა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციები დაიწყოს.

„ქართული ოცნება“ მზად არის რომ ნებისმიერ ადამიანს, ალეკო ელისაშვილი იქნება თუ სხვა, ელაპარაკოს იმ თემებზე, რაც ახასიათებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

თუმცა მე ვერ გეტყვით, რომ პოლიტიკური სიმპათია გამაჩნია ამ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ, მაგრამ ფაქტია რომ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, მისი მომავლის წინაშე აშკარად ჩანს ამ გადადგმული ნაბიჯიდან,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

👉 შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდთან დაკავშირებით სხვა პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.

👉 მათი თქმით, ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსის ცვლილებისა და თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად მიჩნევის საკითხზე უნდა შეთანხმდეს, რასაც დანარჩენი პარტიები არ იზიარებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„მზად ვართ შევხვდეთ „ქართულ ოცნებას“ - „მოქალაქეები“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს წყვეტს