პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა

პრემიერ-მინისტრი
1610356029
დაკოპირებულია

ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა.

„დღეს ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა.

ყველაზე მნიშვნელოვანი აქ გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა.

რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად საქართველოს ისტორიაში მესამედ მიიღო, არ არის შემთხვევითი და ამ ნდობას აქვს თავისი ახსნა და ამ ნდობაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი.

ეს ის როლია, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას, ეს ის როლია, რამაც განსაზღვრა ქართული პოლიტიკის ცენტრში ადამიანი და მისი ღირსება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი იყო, ამ რვა წლის განმავლობაში, სერიოზული პროგრესი იქნა მიღწეული.

„ამ რვა წლის განმავლობაში, ჩვენ ყველამ ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ იყო უაღრესად რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, რა თქმა უნდა, მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს.

ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, სამართალდამცავი სისტემის მუშაობა, ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ქვეყნის შემდგომი ევროატლანტიკური განვითარება. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ქართულმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ.

„პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ და მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ რვა წლის განმავლობაში იქნა მიღწეული და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიაღწია, ეს გახლავთ აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციული საარჩევნო სისტემით.

ეს არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ესეც რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დამსახურებაა“, - აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ბიძინა ივანიშვილის წერილი გავრცელდა, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉„არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას“- ივანიშვილი

👉 ბიძინა ივანიშვილი: ბოროტება შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება ჯერ კიდევ იგრძნობა

👉 ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

„ჩვენ გვსურს, რომ გავაერთიანოთ საზოგადოება კონკრეტული  მოთხოვნების ირგვლივ. ჩვენი პროტესტის მიზანიც ეს არის“- აცხადებს  პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

1614331734

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყოფილი მსჯავრდებულის, ზვიად კვარაცხელიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

1614330428

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.

1614330247

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. 

1614330159
25 აგვისტო, გლოვის დღე

ქუჩები რომლებზეც გადაადგილება შეიზღუდება - შს...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„ვინც თვლის, რომ კარდინალურად არის სიტუა...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოვიდნენ. 

„მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დადგეს იქ,...

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. 

1614324006
თბილისი 175, იმერეთი 37 - კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.