მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია: დადასტურდა, რომ არჩევნები არ უნდა გადაგვედო

პრემიერი 2020

„არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ჩვენს ქვეყანაში მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც მთავრობა საუბრობდა ივნისშიც, ივლისშიც, აგვისტოშიც და ამისთვის ემზადებოდა.

„არავინ არ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით აბსოლუტურ ციფრებში იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში.

ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივნისშიც, ივლისშიც, აგვისტოშიც და ამისთვის ვემზადებოდით, უბრალოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2 მდგენელის მაგივრად რომ გაგვიჩნდა 3 მდგენელი, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მეტ კომპრომისებზე მოგვიწია წასვლა“, - განაცხადა პრემიერმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 სოციალურად დაუცველი ოჯახები 100-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებენ

👉 პრემიერი ახალ წელზე: ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც უნდა ვიზრუნოთ