მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ვაშაძე: იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ მელიას დაკავებაზე აღარ ფიქრობს

სტრატეგია აღმაშენებელი

„ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, დაპირისპირება ან მოლაპარაკება და შეთანხმება. მთელი ოპოზიციური სპექტრი მზად ვართ მოლაპარაკებისა და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ და ევროკავშირი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისთვის, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მოლაპარაკება მმართველ გუნდთან ოპოზიციის მიერ წარდგენილ ოთხივე საკითხზე უნდა გაგრძელდეს.

„მოლაპარაკება უნდა შეეხოს ოთხივე საკითხს, რომელიც ოპოზიციის მიერ იყო წაყენებული. პირველ რიგში სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას დაკავების საკითხი და იმედი მაქვს ამაზე აღარც კი ფიქრობს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის გამო დროებით გადადო.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ოპოზიციის განცხადებით, პრემიერის გადადგომის შემდეგ აუცილებელია მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების პროცესი, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით, გაგრძელდეს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შეთანხმება შედგეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას“ - პრეზიდენტი

ნიკა მელია: გამოვალ გარეთ აუცილებლად და საპროტესტო აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას

„გახარიას ამ ნაბიჯმა შექმნა იმის შანსი, რომ გამოვიდეთ პოლიტიკური კრიზისიდან“ - ბადრი ჯაფარიძე