მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირჩი“: „ქართული ოცნება“ კოლეგებს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, ჩვენც მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებას დავწერთ

გირჩი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ხვალ ქართული ოცნება განიხილავს ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული 51 პარლამენტარის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა .

„გირჩის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნება, როგორც მმართველი პარტია არის მთავარი პასუხისმგებელი საკამათო არჩევნების ჩატარებაზე და ლოგიკურია, რომ მას ეკისრება მომეტებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც.

„ ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა შეუქცევადი გახადოს.
ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს ქართული ოცნებიდან, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას.

გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩეველმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ ამ რისკების გააზრებით მივიდეთ.

თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, ქართული ოცნება მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ ქართული ოცნების მხრიდან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და გირჩის მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს.“- ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ აგრეთვე:

✔️„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მისი ამოცანა პარლამენტში ოპოზიციის შეყვანაა

✔️„ვერ ვხვდები, რას ლამობს, „გირჩი“ როდესაც ამ ინიციატივას აჟღერებს“ - ბოკუჩავა

✔️„ვადამდელს უნდა გადაყვეს ამ ქვეყნის პერსპექტივა არჩევნების კარგად ჩატარების თვალსაზრისით“ - იოსელიანი