მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იარაღის ტარების უფლება ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყანაში“ - ვახო მეგრელიშვილი

გირჩის წევრი

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი თანაგუნდელის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელის თანახმადაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დაემუქრა

ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ იარაღის ტარების უფლება ამ ქვეყანაში ყველას უნდა ჰქონდეს.

მეგრელიშვილის განცხადებით, მისთვის „კაჩაობის“ ტონი მიუღებელია.

„ნიკა მელიასთან საუბარი მქონდა იმაზე, რომ „ერთად ვიაროთ შეთანხმებისკენ“. ნიკას სანაცვლო თხოვნა იყო, რომ, „ევროპულ საქართველოსთან“ და გიორგი ვაშაძესთან მიმდინარე ჩვენი წინა კვირის კონფლიქტი დაგვესრულებინა.

სიტუაცია გვაქვს ისეთი, რომ ქართულ პოლიტიკაში ლაპარაკის გარეშე არ გამოვა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ვამთავრებთ ამ თემას, ნიკამ თქვა რომ აზრი აღარ აქვს საუბარს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მაინც აქვს მნიშვნელობა ამ თემის გამოტანას, საჯაროდ საუბარს. ამას მოჰყვა სინამდვილეში ჩვენი კონფლიქტი.

იარაღის ტარების უფლება ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყანაში. ის, რომ იაგო ხვიჩიამ ეს თემა წამოწია, მნიშვნელოვანია. უბრალოდ „კაჩაობის ტონი“ ჩემთვის მართლა არ მოსულა“, - აცხადებს მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას ნიკა მელია დაემუქრა.

„ნიკა მელია ფიზიკურად ჩემზე დიდია და შეუძლია მორევა. მე პარლამენტის წევრი ვარ და შემიძლია იარაღის ტარების ნებართვა მოვითხოვო“, - აღნიშნა ხვიჩიამ.