მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედი მაქვს, პრეზიდენტი ჩვენს პოზიციას გაიზიარებს“ - მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები აუცილებელია, რადგან კანონში ხარვეზის გამო პოლიციელები ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ცვლილებით კი პრობლემა მოგვარდება.

„აქამდე იყო ხარვეზი, რადგან პოლიციას, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ცუდ მდგომარეობაში უწევდა ყოფნა.

მე მგონია, რომ ის მესიჯიც სპეკულაციურია, რომ ეს ცვლილებები მაინცდამაინც აქციებთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ. თუ კი რაღაც ჯარიმა იწერება აქციაზე როცა ვინმე არ დაემორჩილა ან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, 99% შემთხვევაში ჯარიმა იწერება იქვე, მიმდინარე შემთხვევაში. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებზე არავინ საუბრობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან სრულ შესაბამისობაშია.

„საერთაშორისო სტანდარტებთან არის აბსოლუტურად შესაბამისობაში, ასევე საქართველოს კონსტიტუციასთან. გაცილებით მკაცრია მსგავსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის სანქცია ევროპის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის პრეზიდენტს საკუთარი პოზიციის დეკლარირება არ მოუხდენია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს.

პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ესაუბრა, ასევე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდნენ.

ამავე საკითხზე ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

5 და 6 მაისს სალომე ზურაბიშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართა.