მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო ნდობის პროგრამა წარუდგინა. 

ახალი მთავრობის შემადგენლობა, რომელიც ბიუროს წარედგინა ასეთია:

🔵 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

🔵 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

🔵 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათელა თურნავა

🔵 თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე

🔵 იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე

🔵 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

🔵 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე

🔵 საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

🔵 ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

🔵 შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

🔵 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი

წარდგენილი კანდიდატურების განხილვა როგორც საკომიტეტო, ასევე ფრაქციების ფორმატში მოხდება. ამის შემდეგ კი, საკანონმდებლო ორგანო მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.

მმართველ გუნდში ერთხმად აცხადებენ, რომ ღარიბაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერის თანამდებობაზე ღარიბაშვილს „ევროპელი სოციალისტებიც“ უჭერენ მხარს.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პრემიერი გადადგა - როდის და როგორ უნდა დამტკიცდეს ახალი მთავრობა

„თეა წულუკიანის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის შესახებ მოსაზრება არსებობს“ - გურამ მაჭარაშვილი

პარტია „მოქალაქეები“ ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ