მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში ექნება

ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის დაასრულებს ამ ქაოსს, რაც ქვეყანაშია და როდესაც გახდება პრემიერ-მინისტრი პირველ ვიზიტს დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანში განახორციელებს.

„დავით გარეჯი არის თვალსაჩინო მაგალითი ღალატის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო გადაწყვეტილებების მიღების, უშუალოდ სააკაშვილის მიერ.

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანი არის ჩვენი ძალიან ახლო სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც მართავს ბრძენი მმართველი ილჰამ ალიევი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა.

ერთ-ერთი პირველი ვიზიტი ალბათ აზერბაიჯანში შედგება, იმის მიხედვით, როგორ საშუალებას მოგვცემს კოვიდ სიტუაცია.

ჩვენ გვექნება დიალოგი აზერბაიჯანთან, ჩვენს მოძმე სახელმწიფოსთან, მე მჯერა რომ ბატონი ალიევი და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანული მხარე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას, ჩვენ ეს არ გაგვიჭირდება.

ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თითო გოჯ მიწას, თითო სანტიმეტრ მიწას, ჩვენ რა გვჭირს? რა უბედურება გვჭირს, რომ ვარიგებთ და ვანიავებთ ჩვენს მიწებს და პასუხს არ ვთხოვთ დამნაშავეებს.

ასე არ შეიძლება, მეგობრებო, ეს უნდა დასრულდეს, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ეს პროცესი იყო და იყო უდიდესი ნაღმი ჩადებული იმისთვის, რომ გაუგებრობა ჩამოვარდნილიყო აზერბაიჯანთან“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ასე მდორედ ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება და საპარლამენტო გუნდთან ერთად 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს რეალური პრობლემების გადასაჭრელად.

ინფორმაციისთვის, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თანამდებობიდან წასვლის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი პოლიტსაბჭომ ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ირაკლი ღარიბაშვილი: მოღალატე სააკაშვილი, ყველაზე სამარცხვინოა, ჩვენი ერის სირცხვილია

✔️ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების მოხსნა ამ კვირაში დააანონსა

✔️„უნივერსიტეტის ფორმალურ დიპლომს, ხშირად ახალგაზრდა ვერ იყენებს“ - ირაკლი ღარიბაშვილი