მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე ჯო ბაიდენს: წარმატებულ პრეზიდენტობას გისურვებთ

კალაძე თბილისის მერი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობა მიულოცა.

„ვულოცავ ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად ფიცის დადებას. მინდა, ბაიდენს წარმატებული პრეზიდენტობა ვუსურვო“, – წერს კალაძე „ტვიტერზე“.

“ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

ფიცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - მოსამართლე ჯონ რობერთსმა დაადებინა. ბაიდენმა ხელი უკვე მესამედ ბაიდენების ოჯახის საგვარეულო ბიბლიას დაადო, რომელსაც მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი იჭერდა.

იხილეთ აგრეთვე:

📍ჯო ბაიდენი: ჩვენი ისტორია არის მუდმივი ბრძოლა

📍ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია