მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს, მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე

კახა კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნიკა მელიას დღესვე შეუძლია ციხის დატოვება - ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა.

„საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე. მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.

„ყოველთვის მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას, შეთანხმება შემდგარიყო. კომპრომისები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა შეთანხმება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌კახა კალაძე: ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, ვინ იქნებიან ჩვენი მერობის კანდიდატები

📌„ნიკა მელია როცა დატოვებს საპატიმროს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“ - მიხეილ სააკაშვილი