მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელია როცა დატოვებს საპატიმროს, მოვუწოდებ ენმ-ს, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Pia.ge

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ნიკა მელიას განთავისუფლების შემდეგ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, აქ მთავარია მეორე პუნქტი, რომ შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნება რეფერენდუმი.

„ნიკა მელიამ უნდა დატოვოს საპატიმრო ყოველგვარი დამამცირებელი პირობების, გაუგებარი გიაროს გარეშე უნდა დატოვოს ისე, როგორც მას სურს.

რადგან ის იმყოფება იქ უკანონოდ და უდანაშაულოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც დატოვებს საპატიმროს ამ პირობებით, მინდა, მოვუწოდო „ნაციონალურ მოძრაობას, ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, რადგან აქ არის მთავარი მეორე პუნქტი, შემოდგომაზე ადგილობრივი მმართველობის არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა რეფერენდუმი „ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობაზე“– განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩვენ არ ვართ ბაზარში, გვინდა ვიყოთ ევროპული ქვეყანა და უნდა მივიღოთ ევროპული ნორმები“- მიხეილ სააკაშვილი

✅„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს