მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა წიქარიშვილი: პომპეოსთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ სასამართლო შიდა გავლენებით იმართება

უფლებებები საქართველოს წევრი

„არჩევნებზე ჩვენ საუბარი გვქონდა სამართლის კუთხით. ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო იჩენს მიკერძოებას. მე პირადად ვთქვი, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩვენ გვქონდა მახინჯი სასამართლო სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 40-წლიანი პერსპექტივით დააკანონა“, - ამის შესახებ არასამათავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ წევრმა კახა წიქარიშვილმა, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, სასამართლოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მტკიცებულებებად კონკრეტულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები წარუდგინეს.

„მან იკითხა, თუ გვქონდა ჩვენ მტკიცებულებები სასამართლოში არსებულ კორუფციაზე. მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ სასამართლოში არის არაფორმალური მმართველობა. გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კარს მიღმა და სასამართლო სისტემა იმართება შიდა გავლენებით.

მტკიცებულებად წარდგენილ იქნა კონკრეტული საქმეები, რაზეც სასამართლომ მიიღო მიკერძოებული გადაწყვეტილება. ასეთი საქმე იყო „ფილიპ მორისის“ საქმე, ასევე საზღვრის საკითხი ანუ კარტოგრაფების საქმე, რომელზეც სახელმწიფომ ვერ დაიკავა ნეიტრალური პოზიცია“, - აღნიშნა კახა წიქარიშვილმა.

👉 ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პარტიარქსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

👉 მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 აშშ-ის საელჩო პომპეოსა და არასამთავრობოებს შორის გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

👉 დავით ზალკალიანი: ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა