მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა“ - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2020

„ნიკა მელია ამით რას აცხადებს? რომ ის არის მოქალაქეებზე უფრო მაღალი მოქალაქე და კანონი არ ეხება? კანონმდებლობაში  მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინმეს პატიმრობა თუ გათავისუფლება პოლიტიკურ განზომილებაში მისაღები გადაწყვეტილება არ არის და ეს მართლმსაჯულების საქმეა.

„რაც შეეხება კონკრეტულად ნიკა მელიას შემთხვევას, გვახსოვს მსგავსი განცხადებები ადრეც, მისი ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან, როგორსაც ახლა აკეთებს ნიკა მელია, - რომლებიც ამბობდნენ, რომ პრეზიდენტს არ აღიარებენ და არ ცნობენ. მერე მათი წერილებიც გვახსოვს, პრეზიდენტს რომ მიმართეს შეწყალების მოთხოვნით.

საქართველოს პარლამენტმა მელიაზე ერთხელ უკვე მიიღო გადაწყვეტილება - ნიკა მელიას გაუუქმა მანდატი და როდესაც ასეთი დასაბუთებული მომართვა არსებობს, პარლამენტი, მაღალი ალბათობით, მიიღებს იმუნიტეტის შეჩერების გადაწყვეტილებას.

შესაბამისად, თუ ნიკა მელიას აქვს იმის იმედი, რომ ამჯერად გამოვა ქუჩაში, გააკეთებს განცხადებებს, რომ სახელმწიფო არ არსებობს, კანონს პატივს არ სცემს, ვერავინ ვერ გაასამართლებს და კანონზე მაღლა დგას, გირაოს არ გადაიხდის, და ამ დროს, გვერდით, მისი თანამოქალაქეები, რომლებიც როცა არღვევენ კანონს, იხდიან გირაოსაც და მსჯავრსაც იხდიან - გარწმუნებთ, კანონმდებლობაში ნიკა მელია არ არის ცალკე ჩაწერილი და მართლმსაჯულება მას ზუსტად ისე მოექცევა, როგორც სხვა მოქალაქეს მოექცეოდა” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ - ნიკა მელია