მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ“ - ნიკა მელია

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის დაკისრებულ 40 ათასს ლარს არ გადაიხდის. 

„ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა ქვეყანაში პროკურატურა, ირაკლი შოთაძე ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი ირაკლი კობახიძის გავრილოვის სახეს წარმოადგენს, ეს ყველა ე.წ. ინსტიტუტი თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია მომიტევეთ, მაგრამ არანაირი მორალური უფლება არ მაქვს მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში“, - აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, ის თავის ბრძოლაში მართალია.

„მორალურად ვარ მართალი ჩემი მომავალი თაობების წინაშე, ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ.

2 თვის განმავლობაში ჩემს კოლეგებთან ერთად ვითხოვთ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ, შოთაძე-ფარცხალაძე-ივანიშვილის პროკურატურამ იცით, რომ 1 კვირიანი გაფრთხილება მომცა და რა უნდა ქნან მათ ჩემზე კარგად იციან.

მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს, უნდა გააგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის რაც ერთხელ მოითხოვეს. 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს. იგივე უნდა გააკეთონ და ასე შეწყვიტავენ ჩემს უფლებამოსილებას, რომელსაც ყელგამოხადრვით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. ამიტომ რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ ეს მათი გადასაწყვეტია, ჩემი ნება არის გაცხადებული, სხვანაირად არ შემეძლო მოვქცეულიყავი“, - დასძინა ნიკა მელიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ნიკა მელია გირაოს თანხას არ იხდის - ის პროკურატურაშია დაბარებული