მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ გადმოდგან ნაბიჯი ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ“ - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი

პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებაზე დაფიქრდეს, კერძოდ, მიიღოს გადაწყვეტილება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე. 

„მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“, რადგან მათ არ უყარეს დღეს კენჭი საპარლამენტო მანდატების შეწყვეტას, ეს გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ მათ გადმოდგან ნაბიჯი ოპოზიციისა და ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნის შესრულებისკენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

ისეთი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც აღარ დაბადებს კითხვებს შედეგებთან მიმართებაში“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უყარა კენჭი.

კენჭისყრის შედეგად, 51-ვე დეპუტატს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუნარჩუნდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ვახტანგ მეგრელიშვილი: ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ალბათ მადლობაც უნდა ვთქვათ

„თავშეკავებით მათ კიდევ ერთ შანსს ვაძლევთ“ - მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე

ზურაბ ჯაფარიძე: შევეცდები, რომ თვითონ, თავისი ნებით დააყენონ ჩემი მანდატის გაუქმების საკითხი