მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კელი დეგნანი: მელიას გადასაწყვეტია დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა

აშშ-ს ელჩი საქართველოში

„ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა მისი და რურუას გათავისუფლების საშუალებას“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ სხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად იმუშაოს.

„რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიხილებოდა, მე ვთვლი, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი და საშუალებას აძლევს საქართველოს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, COVID 19-თან გამკლავება.

ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება, არსებობს სხვა გამოწვევებიც, რომლებიც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ინფორმაციისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მის ხელმძღვანელობას ედავება.

ნიკა მელია 23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დააკავეს.

ამ დროისთვის მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ნაცმოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად“ - ელისაშვილი

„ეს ფურცელი უნდა დაიხუროს და უნდა მოვახდინოთ მოქალაქეების მობილიზება“ - ბოკერია შეთანხმებაზე

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე