მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხვიჩია: მინდა პარტიებს ჩემსავით ფეხებზე ეკიდოთ, როგორ ემუქრებათ კობახიძე

გირჩის წევრი 2020

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი კობახიძე დიდი ხანია იმუქრება. 

ხვიჩია აქვე დასძენს, რომ კობახიძე ვერ გამოსწორდება და მუქარას ისევ გააგრძელებს.

„დავგმო? - დავგმობ, დავწყევლო? - არ ვიწყევლები ზოგადად“,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, „გირჩი“ ბიუჯეტიდან არ ფინანსდება. შესაბამისად, ახალი კანონპროექტი მათ არ ეხებათ.

„მინდა, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ჩემს მდგომარეობაში იყოს - ფეხებზე ეკიდოს, როგორ ემუქრება კობახიძე. რადგანაც ეს განცდა არ არის ჯერ სხვა პოლიტიკურ პარტიებში, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კობახიძე ემუქრებათ, მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს კოლეგებს ყველგან, სადაც მეტყვიან.

ვამბობ, რომ ეს მუქარა არის და მათ შორის მუქარის რაღაც ნაწილი შეიძლება სწორიც კი ყოფილიყო მშვიდობიანობის დროს, მაგრამ ასეთ დროს ამის თქმა იმასთან ერთად, რომ გააუქმებ ვიღაცის რეგისტრაციას, არის მუქარა პოლიტიკურ პარტიებზე.

ეს შანტაჟი მე არ მეხება, რადგან საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მაქვს ნათქვამი. მოვუწოდებ კოლეგებს, მსგავსი ტიპის თავდაჯერება ჰქონდეთ, როგორც ახლა „გირჩს“ აქვს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს არ აითვისებენ, დაფინანსება შეუწყდებათ

🛑 რა შემთხვევაში გაუუქმდება პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია? - კანონპროექტი პარლამენტში