მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კობახიძე ოპოზიციაზე: ნებისმიერ დროს, მომავალ წელსაც შეეძლებათ ბოიკოტის რეჟიმი დატოვონ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი - კობახიძე ირაკლი

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს თუ რა სისტემური ხარვეზი იყო საპარლამენტო არჩევნების დროს. 

როგორც ფასილიტატორ ელჩებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას არ აქვს იმის საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს.

„ისინი ვერ ამტკიცებენ იმას, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და 48% არ არის 48%. შესაბამისად, ამაზე რა თქმა უნდა შეგვიძლია მსჯელობის გაგრძელება, მაგრამ საფუძველი იმისათვის, რომ ოპოზიციამ მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები არ აქვს. აქედან გამომდინარე დაინახეს რომ არავითარი სისტემური გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა.

გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს იმედი ყველა პარტია მოაწერს ხელს შეთანხმებას. ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, დებატები შევთავაზეთ უარი თქვეს, კამერების გაშიფვრა შევთავაზეთ უარი თქვეს და გადათვლა შევთავაზეთ უარი თქვეს. არანაირი არგუმენტი არ აქვთ.

ნებისმიერ დროს, მაგალითად, მომავალ წელს მათ შეეძლებათ დატოვონ ბოიკოტის რეჟიმი და შემოვიდნენ პარლამენტში. ისინი ისედაც იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში ერთი წელი, პარლამენტმა გაატარა ერთი წელი მათი ბოიკოტის რეჟიმში, მარტო იჯდა უმრავლესობა“, - აცხადებს კობახიძე.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

დავით ბაქრაძე: პოლიტპატიმრების საკითხზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება

ბადრი ჯაფარიძე: მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით