მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ბაქრაძე: პოლიტპატიმრების საკითხზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება

ევროპული საქართველოს წევრი, 2020

„რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავდება, შეთანხმების რესურსი არ ჩანს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ფასილიტატორი ელჩების თხოვნით ის მმართველი გუნდის პოზიციებს არ გაახმოვანებს.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, მოლაპარაკებებში 4 ძირითადი საკითხია, მათგან კი რამდენიმე საკითხში პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებულია.

„დღესაც ფასილიტატორების მხრიდან იყო თხოვნა, რომ მინიმალური ინფორმაცია გაიცეს. ამიტომ პატივს ვცემ ამ თხოვნას და არ გავახმოვანებ „ქართული ოცნების“ პოზიციებს.

მოლაპარაკებებში არის 4 ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის. პირველი საკითხი უკავშირდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, მეორე საკითხია პოლიტპატიმრები, მესამე საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილებები და მეოთხე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც განაპირობებს საარჩევნო გარემოს შეცვლას.

პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ფუნდამენტური სხვაობა პოზიციებს შორის და შეთანხმების რესურსი არ ჩანს. შემიძლია გითხრათ ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ ამის გარეშე არ განვიხილავთ კრიზისის მოგვარებას და პარლამენტში შესვლას. მესამე საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კომპრომისები იყო, რაც შეეხება მეოთხე საკითხს, აქ არსებობს საკითხები, უფრო მეტად ტექნიკური, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგალითად როგორ გაუმჯობესდეს უბნებზე ვითარება. არსებობს საკითხები, სადაც შეთანხმებისგან შორს ვართ, მაგალითად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში“, - აცხადებს ბაქრაძე.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბადრი ჯაფარიძე: მესამე და მეოთხე საკითხზე გარკვეულწილად დავახლოვდით

„პარლამენტი არ უნდა შედგეს“ - მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დასრულდა