პოლიტიკა

„ქუჩა პოლიტიკოსებისგან დაიცლება“ - ვახტანგ ძაბირაძე ახალ საარჩევნო მოდელზე

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე
11:48 29.06
დაკოპირებულია

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი დღეს მესამე მოსმენით დამტკიცდება.

როგორც პოლიტოლოგი PIA.GE-სთან აცხადებს, პროექტის მიღება „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რადგან ჩავარდნის შემთხვევაში მმართველ პარტიას როგორც საგარეო ურთიერთობებში, ისე ქვეყნის შიგნით პრობლები შეექმნება.

„დიდი ალბათობით ეს პროექტი არ ჩავარდება. ახლა „ქართული ოცნების“ ინტერესებშია ამ პროექტის მიღება. თუ ის ჩავარდება, პირველ რიგში „ქართულ ოცნება“ აღმოჩნდება მძიმე ვითარებაში.

გარდა ამისა, დღეს „ქართული ოცნება“ კი მოუწოდებს ოპოზიციას, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ და ადანაშაულებს კიდეც, რომ მათ პროექტის ჩაგდება უნდათ. ოპოზიცია მონაწილეობას რომ არ იღებს, ჩემი აზრით, მათი მხრიდან მცდარი პოზიციაა. „ქართული ოცნება“ ამ თემასაც თავის სასარგებლოდ გამოიყენებს არჩევნებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო წრეებთან ურთიერთობით“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

რა იცვლება პროექტის მიღებით? - ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პარლამენტი იქნება ჭრელი, ასევე მძიმეც, თუმცა ქუჩა დაიცლება პოლიტიკოსებისგან.

„ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო ცვლილებები გვექნება, თუმცა, რომ გითხრათ, ამ ცვლილებების შემდეგ, მომენტალურად რაღაც ჩამოყალიბდება, ვგულისხმობ ოპოზიციას, ხელისუფლება უკვე ჩამოყალიბებულია, ასე არ მოხდება და პროცესი საკმაოდ გაიწელება. 1%-იანი ბარიერი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, შესაბამისად, ველოდები, რომ პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და საკმაოდ ჭრელი, მაგრამ, ასეთი საკანონმდებლო ორგანო მეორეს მხრივ იმას გააკეთებს, რომ ქუჩას დაცლის პოლიტიკოსებისგან, ანუ ოპოზიცია ქუჩაში ფაქტობრივად არ დარჩება, ყველა გადავა პარლამენტში. მძიმე პარლამენტი იქნება, სხვადასხვა მისწრაფებებით და გაქანებებით, მაგრამ, ჯობია პარლამენტი იყოს ჭრელი, ვიდრე ქუჩაში იდგეს ოპოზიცია. ვფიქრობ, კარგი საშუალებაა, ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის და ცალკე პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ სცადონ ბედი და მიიღონ დამოუკიდებლად მონაწილეობა არჩევნებში. ეს, რა თქმა უნდა, ბლოკების არსებობას არ გამორიცხავს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ.

ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი დღეს უნდა უყაროს. იმ შემთხვევაში თუ პროექტი საბოლოოდ დამტკიცდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 285 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი სა...
23:47 29.10
„არ არსებობს სფერო, სადაც ხელშესახები, კონკრეტული რეფორმა და პროგრამები არ განხორციელებულებულა. გულწ...
23:42 29.10
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 ადამიანი ვირუსს ემსხვერპ...
22:56 29.10
ესპანეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა....
22:38 29.10
„ქართული ოცნების“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - Pia.ge

ნოდარ ტურძელაძე: გპირდებით, თავს არ დავზოგავ...

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კ...
მარიკა სამანიშვილი: ზაზა ლომინაძეს და იო...
„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს და ქუთაისის მერობის კან...
ვაზისუბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლ...
ისნის რაიონში, კერძოდ, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა...
20:40 29.10
გიორგი გაბუნია: ჩვენ ერთიანი ძალებით შევ...
სამშობლოს, ზოგადად, ქალაქები არ ქმნიან, სამშობლოს ქმნიან ადამიანები, რომლებიც ამ...