მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი: პარლამენტში არის ხალხი, რომელიც არ იცნობს ქვეყანას და ბაზარშიც არ ყოფილა

პრემიერობის კანდიდატი

როგორც პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, პარლამენტში გულწრფელად სვამენ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, შიმშილობს თუ არა ხალხი ქვეყანაში.

„პარლამენტში არის ხალხი, რომლებიც ასეთ კითხვებს გულწრფელად სვამენ. ისინი არ იცნობენ ამ ქვეყანას, არ ყოფილან ბაზარში და არც გაჭირვებულ ადამიანებს შეხვედრიან ცხოვრებაში, ზოგი პარიზიდან ჩამოვიდა და ა.შ.

შერჩეული არიან იმ კრიტერიუმებით კი არა, რომ რეალურად იცნობენ თავისი ქვეყნის მოსახლეობას, არამედ სულ სხვა კრიტერიუმებით“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, რომელსაც საქართველოსთან კავშირი არ აქვს.

„დარწმუნებული ვარ, ვისაც სახლები დაუნგრიეს მათ „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. ამიტომ არის, რომ არ შეიძლება ადამიანებს და ამ ხელისუფლებას ვენდოთ სიტყვაზე“, - დასძინა ლევან იოსელიანმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, უარგუმენტო საუბარს შეჩვეული ვართ

🧐 პრემიერი: მედიკამენტების ფასი და მოქალაქეების ჯიბიდან გადახდა უნდა შემცირდეს