მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი: უცხოეთიდან ვერავინ გვიკარნახებს დაინიშნოს თუ არა ვადამდელი არჩევნები

„მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანი - Pia.ge

„ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვერავინ ვერ გვიკარნახებს დაინიშნოს თუ არა, ეს რეალურად არის საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიებს შორის შეთანხმების საგანია და როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს შენს მაგივრად ვერ მიღებს ამ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების წევრმა ლევან იოსელიანმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, „მოქალაქეები“ ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არაა, თუმცა პარტიის პრიორიტეტი ახლა საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებია, რომელზეც დეპუტატები მმართველ გუნდთან ერთად მუშაობენ.

„ვადამდელი არჩევნები თუ ჩატარდება, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია პრიორიტეტი ახლა არის საარჩევნო სისტემის რეფორმირება და ჩვენ ამით ვართ დაკავებული ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა თავზე“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

როგორც მან განმარტა, ცვლილებების კანონპროექტი, რომელზეც „მოქალაქეები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მუშაობს, საარჩევნო სისტემას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მათ შორის, შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და განისაზღვრება ბარიერი ნულიდან არაუმეტეს სამი პროცენტისა.

„ეს ცვლილებები მოგვიტანს იმას, რომ არჩევნები ჩვენი საზოგადოების გაყოფის საფუძველი აღარ უნდა იყოს. იმედი, მაქვს რომ, მათ შორის ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ ჩანაწერს, რომ 2024 წლის არჩევნები შესაძლოა ჩატარდეს 0-დან 3%-იანი ბარიერის პირობით, კარგად გააცნობიერებს ყველა პარტია. შესაძლოა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ გააცნობიეროს, რადგან მათ ინტერესში არის 5%-იანი ბარიერი, მაგრამ ყველა სხვა პარტიამ ეს კარგად უნდა გაიაზროს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მემორანდუმი 29 იანვარს გაფორმდა, რის შემდეგაც პარტიის წევრებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე თანხმობა განაცხადეს.

საარჩევნო კოდექსში აღნიშნული მემორანდუმით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი უახლოეს დღეებში უნდა დარეგისტრირდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ერთი დღე გვაპატიეთ, პირველი მარტის ნაცვლად, ორ მარტს დაინიცირდება“ - ელისაშვილი საარჩევნო ცვლილებებზე

პრემიერი: გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ვადამდელი არჩევნები არის წითელი ხაზი და მისი ჩატარება არ განიხილება

შალვა პაპუაშვილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე: ეს არის ფუნდამენტური და ამბიციური რეფორმა